Tuesday, April 30, 2013
Monday, April 29, 2013
ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი
პროექტის
სახელწოდება:
ქართული ხალხური
ცეკვა და სიმღერა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
პროექტის
მთავარი იდეა:
საკუთარი
დამოკიდებულება ეროვნული ფოლკლორის მიმართ.
პროექტის
აქტუალობა და მიზნები:
კვლევის,
დაგეგმვის, ურთიერთთანამშრომლობის, წარდგენის უნარის განვითარება.
მონაწილეთა
ასაკი : 14-15 წელი (მეცხრე
კლასი)
ვადები
და ხანგრძლივობა: 10 დღე
მოსალოდნელი
შედეგები-პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შესაბამისი
რეგიონის ვიდეო, ფოტო, აუდიო მასალა.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
მუსიკალური
ჩანაწერები, ვიდეო მასალა, სადაც შერჩეული რეგიონის ამსახველი კადრები იქნება წარმოდგენილი
(ცაცმულობა, ცეკვები, სიმღერები)
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
·
საკუთარი დამოკიდებულება ეროვნული ფოლკლორის მიმართ
·
მოსწავლეებმა გაარკვიონ,რამდენად იცნობენ ქართულ მუსუკალურ
ფოლკლორს, რა სიხშირით უსმენენ და ასრულებენ ხალხურ სიმღერას,ცეკვას.
·
დაასაბუთონ რა ნიშნით გამოირჩევა მათ მიერ შერჩეული
მუსიკალური დიალექტი, ,ან რა განსაკუთრებული თავისებურებების გამო შეიძლება მიჩნეული
იქნეს იგი სავიზიტო ბარათად.
1.
საკითხთან დაკავშირებული იმფორმაციის მოძიება:
·
დაინტერესდნენ და გაარკვიონ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების
მუსიკალური ფოლკლორის თავისებურებები.
(რომელ
ქვეყნებშია ერთხმიანობა, რომელში მრავალხმიანობა,როგორ მოხდა რომ ასეთ მონოდიურ გარემოში
საქართველოში მრავალხმიანობა დამკვიდრდა)
·
გაეცნონ მეცნიერულ
კვლევებს (ივანე ჯავახიშვილის „მუსიკის ისტორიის საკითხები“)
·
მოიძიონ და გაეცნონ შესაბამისი რეგიონის ვიდეო მასალას,
აუდიოჩანაწერებს.
·
პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისათვის, შეისწავლონ
და შეასრულონ რამდენიმე სიმღერა.
2.
პრეზენტაციის
მომზადება და პრეზენტაცია:
·
მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას. ინაწილებენ ფუნქციებს.
·
წერენ ერთობლივად პრეზენტაციის თანმიმდევრობას-გეგმას;
·
მოიძიებენ მუსიკალურ ჩანაწერებს, შეიძლება ეს იყოს ვიდეომასალა,სადაც
შერჩეული რეგიონის ყოფის ამსახველი კადრები
იქნება წარმოდგენილი
(ჩაცმულობა,ხალხური
ცეკვა,ფრაგმენტები მხატვრული ფილმიდან...)
3.
პროექტის
შეფასება:
·
კითხვარის შედგენა:
·
ინტერვიუ.
ეროვნულ გეგმასთან კავშირი IX.2 ასრულებს ქართულ ხალხურ და სხვა ხალხთა სიმღერებს
IX 4. შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
IX,8. მსჯელობს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე და სოციალურ დანიშნულებაზე.
პროექტის ხელმძღვანელი-ნანა წიქარიძე.
ხელმძღვანელის ელ,ფოსტა: wiqaridzenana@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი: http://wiqaridzenana.blogspot.com/
Friday, April 26, 2013
ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
მე,ნანა გივის ასული წიქარიძე დავიბადე 1964 წლის 21 ივლისს ქ,ქუთაისში.1982 წ ჩავაბარე ქ,ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ,რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე ს.ს.ორბელიანის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.მუსისკის სპეციალობაზე.1990 წ მუშაობა დავიწყე 138-ე საშუალო სკოლაში-მუსიკის მასწავლებლად.პარალერულად დავამთავრე დაწყებითი კლასების პედაგოგიკა და მეთოდიკა რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე მესამე გიმნაზიაში დაწყებითი კლასების პედაგოგად.ამჟამად ვმუშაობ 45-ე საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად.
Subscribe to:
Posts (Atom)